CSS
К некоторым блокам применены стили через CSS, это видно только в предпросмотре. И важно не забывать при переносе/копировании также копировать стили css, иначе некоторые блоки и детали будут отображаться некорректно.
Возможности сайта → Настройки страницы → CSS → Пользовательский CSS
Блок десктопное меню с кнопкой
Необходимо проверять, чтобы при переносе/копировании не слетал якорь (#menu). Видимость блока (только десктоп)
Желательно не более 3х-4х пунктов, чтобы на небольших экранах меню не сбивалось в две строки.
Блок мобильное меню
Обыкновенный бургер. Видимость блока (планшеты и мобильные)
Главный блок с текстом, кнопкой и изображением cправа на градиентном фоне
В этом блоке скриншот — только целый экран (никаких ноутбуков). Ширина обязательно 1440px, высота приблизительная (около 700px), PPI минимум 72 (т.е. нельзя просто взять маленький скриншот 640x480 и растянуть его до 1440px). Без теней и скругленных краев, это добавляется через CSS.
Bitrix24. თქვენი სრულფასოვანი სამუშაო სივრცე

ამოცანები და პროექტები

ამოცანის მარტივად შექმნა
შექმენით და აკონტროლეთ ნებისმიერი სირთულის ამოცანები. დაამატეთ ჩეკლისტები და სამუშაო ფაილები. მიუთითეთ პასუხისმგებელი პირები, დამკვირვებლები და ვადები. მოქნილი ფილტრები დაგეხმარებათ ნებისმიერი ამოცანის წამებში პოვნაში.
დაგეგმვის მეთოდები
გამოიყენეთ დაგეგმვის სხვადასხვა მეთოდი როგორც ამოცანებისთვის, ისე პროექტებისთვის: ვადები, ჩემი გეგმა, განტის დიაგრამა და კალენდრის დროის სლოტები.
ასევე შეგიძლიათ სამუშაო პროცესის ორგანიზება Scrum-ის მეთოდოლოგიით — Kanban დაფისა და სხვა მზა ინსტრუმენტების გამოყენებით.
სამუშაოს ისტორია ერთი შეხედვით
თითოეული ამოცანის ჩატში შეგიძლიათ ნახოთ სამუშაოს ისტორია და სწრაფად განიხილოთ მნიშვნელოვანი დეტალები.
ამოცანების საერთო ჩატების სიაში კი მარტივად გადაერთვებით სხვადასხვა ამოცანას შორის და ბევრად სწრაფად გასცემთ უკუკავშირს.

Bitrix24 CRM

ყველა ლიდი და კლიენტი ერთ სივრცეში
კომუნიკაციის ისტორია, გარიგებები, ამოცანები და დოკუმენტები უსაფრთხოდ ინახება CRM-ში. თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ, ვინ მუშაობს კლიენტთან, რა ეტაპზეა გარიგება და რა უნდა გაკეთდეს შემდეგ.
მარტივი და მოსახერხებელია ნებისმიერი გუნდისთვის
თქვენს გუნდს არ დასჭირდება ხანგრძლივი ტრენინგი ან რთული ინსტრუქციები. Bitrix24-ის ნაცნობ და მარტივ ინტერფეისში ყველაფერი ინტუიციურადაა მოწყობილი, ამიტომ თანამშრომლები სწრაფად დაიწყებენ მუშაობას.
გაყიდეთ იქ, სადაც თქვენი კლიენტები არიან
დააკავშირეთ თქვენს CRM-ს გაყიდვების ყველა არხი — ტელეფონი, ელფოსტა, სოციალური მედია, ონლაინ ჩატი და ფორმები. უპასუხეთ კლიენტებს სწრაფად, სადაც არ უნდა მოგმართონ.
- ყველა შეტყობინება და ზარი ერთიან საკონტაქტო ცენტრში იყრის თავს, ამიტომ სხვადასხვა აპლიკაციას შორის გადართვა აღარ დაგჭირდებათ.
- თუ კლიენტი უკვე თქვენს ბაზაშია, CRM ავტომატურად ამოიცნობს მას და გახსნის ბარათს ურთიერთობის სრული ისტორიით.
CRM-ის შეხსენებები დროულად გიჩვენებთ, რა უნდა გააკეთოთ
- დღეს გასაკეთებელ ყველა საქმეს გაჩვენებთ და სამუშაოს დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
- გაყიდვების მენეჯერს არ გამოეპარება არც ერთი მიმართვა და არ დაავიწყდება კლიენტთან შემდეგი კონტაქტის დაგეგმვა.
- ხელმძღვანელს მარტივად შეეძლება გააკონტროლოს, რაზე მუშაობენ თანამშრომლები და არის თუ არა გადავადებული საქმეები.
ონლაინ ჯავშნისა და რეზერვაციის ავტომატიზაცია
Bitrix24-ის ონლაინ ჯავშნები ავტომატიზაციას უკეთებს რეზერვაციებს და გეხმარებათ რესურსების სრულად დატვირთვაში.
- დაამატეთ ჯავშნის ფორმა თქვენს ვებსაიტზე, საკუთარ არხებსა და მესენჯერის ჩატში. კლიენტებს შეუძლიათ თავად დაჯავშნონ შეხვედრა ან რესურსი და მაშინვე გადაიხადონ.
- ავტომატური დადასტურებები და შეხსენებები ეხმარება კლიენტებს არ დაივიწყონ თავიანთი ჯავშნები და რესურსები ცარიელი არ დარჩეს.

მესენჯერი

ჩატები
განიხილეთ სამუშაო საკითხები, გააზიარეთ ფაილები და ითანამშრომლეთ პირად და ჯგუფურ ჩათებში. შექმენით ამოცანები და დაგეგმეთ შეხვედრები პირდაპირ ჩატიდან. გააგზავნეთ ხმოვანი და ვიდეო შეტყობინებები, როცა წერა ნაკლებად მოსახერხებელია.
ვიდეოზარები
დაუკავშირდით გუნდს HD ხარისხის ვიდეოზარებით და ეკრანის გაზიარებით. Bitrix24-ში ვიდეოზარის დაწყება შესაძლებელია მყისიერად — დამატებითი ბმულებისა და დროის შეზღუდვის გარეშე.
არხები
თემატური და გუნდური არხები დაგეხმარებათ სიახლეების გაზიარებაში, გამოკითხვების ჩატარებასა და თანამშრომლების აქტიურ ჩართულობაში. თქვენ ყოველთვის დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი შეტყობინება ყველამ ნახა.
უსაფრთხო თანამშრომლობა
კორპორატიულ მესენჯერში არ არის რეკლამა და მასზე წვდომა გარეშე პირებს არ აქვთ. ყველა მონაცემი დაცულია, ხოლო ყოფილი თანამშრომლები ჩატებიდან ავტომატურად იშლებიან.

თანამშრომლობა

შეხვედრების მოქნილი დაგეგმვა კალენდარში
ადვილად იპოვეთ დრო, რომელიც შეხვედრის ყველა მონაწილესთვის მოსახერხებელია. გაუგზავნეთ კლიენტებსა და პარტნიორებს თქვენი კალენდრის ბმული, რათა მათ თავად დაჯავშნონ თავისუფალი დროის სლოტები.
ფაილების უსაფრთხო საცავი
შეინახეთ ყველა დოკუმენტი და ფაილი ერთიან სამუშაო სივრცეში, რათა ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. დისკი ავტომატურად ასინქრონებს გაზიარებულ ფაილებსა და დოკუმენტებს თქვენს კომპიუტერთან.
ონლაინ დოკუმენტების რედაქტორი
შექმენით და დაარედაქტირეთ დოკუმენტები, ცხრილები და პრეზენტაციები გუნდთან ერთად პირდაპირ Bitrix24-ში. იმუშავეთ ფაილებთან ამოცანებში, სიახლეების ფიდში და ვიდეოზარების დროს.
დაფები ერთობლივი მუშაობისა და იდეებისთვის
იდეების, პროცესებისა და რთული კონცეფციების ვიზუალიზაცია მარტივად შეგიძლიათ დაფების საშუალებით. გამოიყენეთ მზა შაბლონები ან შექმენით საკუთარი დაფები. დაარედაქტირეთ ისინი გუნდთან ერთად, გააზიარეთ კოლეგებთან და გარე გუნდებთან, ასევე გამოიყენეთ ამოცანებში, ჩატებსა და ვიდეოზარებში.

ავტომატიზაცია და რობოტიზაცია

უფრო მეტი ავტომატიზაცია — ნაკლები ხელით სამუშაო
მიაღწიეთ მეტ შედეგს ნაკლები ძალისხმევით
გათავისუფლდით რუტინული სამუშაოსგან
შეამცირეთ შეცდომები
გახადეთ სამუშაო პროცესი უფრო გამჭვირვალე
Bitrix24 თანამშრომლებს ათავისუფლებს ყოველდღიური რუტინული სამუშაოსგან
ავტომატურად ქმნის განმეორებად ამოცანებს, აგზავნის შეხსენებებსა და შეტყობინებებს და ეხმარება ტიპური პროცესების უფრო სწრაფად შესრულებაში. ჩაშენებულ AI ასისტენტს შეუძლია ტექსტის დაწერა, მონაცემების დამუშავება და დოკუმენტებისა თუ ანგარიშების მოკლე შეჯამება, რათა გუნდებმა ნაკლები დრო დახარჯონ რუტინაზე და მეტი — შედეგებზე.
Bitrix24 კომპანიის დონეზე ეხმარება ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაციასა და დაჩქარებას
დამტკიცებების, ამოცანების განაწილების, სამუშაო დატვირთვის, დოკუმენტბრუნვის, გაყიდვებისა და შიდა ოპერაციების მართვაში. ეს სამუშაო პროცესებს უფრო გამჭვირვალეს ხდის, ამცირებს შეცდომებსა და დაგვიანებებს და მენეჯერებს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები.
Bitrix24-ში რობოტები და AI ასრულებენ არა მხოლოდ ცალკეულ მოქმედებებს, არამედ მთლიან სამუშაო პროცესებს
გადაადგილებენ ამოცანებს ეტაპებს შორის, აგზავნიან დოკუმენტებს დასამტკიცებლად, ქმნიან ინვოისებს, ავსებენ CRM-ს, ახორციელებენ ზარების ტრანსკრიფციას და სთავაზობენ პროცესების გაუმჯობესების გზებს. no-code/low-code ინსტრუმენტებისა და AI აგენტების დახმარებით ავტომატიზაციის გამართვა შესაძლებელია პროგრამირების გარეშე — როგორც შიდა, ისე გარე პროცესებისთვის.

მობილური აპლიკაცია

ხმოვანი და ვიდეო შეტყობინებები ჩატებში
არცერთი ღირებული იდეა ან კომენტარი არ დაიკარგება, მაშინაც კი, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. ჩაწერეთ მოკლე ვიდეოშეტყობინება ან აუდიოშეტყობინება კოლეგებისთვის და შემატეთ მეტი სიცოცხლე სამუშაო მიმოწერას. ჩატებსა და ზარებში გამოიყენება ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრა (End-to-end encryption) — მათზე წვდომა და მათი წაკითხვა სხვას არავის შეეძლება.
მობილური CRM
იმუშავეთ CRM-თან მობილურ აპში ისევე, როგორც კომპიუტერზე იმუშავებდით. გადაიყვანეთ კლიენტები გაყიდვების ეტაპებზე, შეცვალეთ და გადააადგილეთ ეტაპები და შექმენით გაყიდვების ძაბრები. ინფორმაცია გარიგებების შესახებ ყოველთვის ხელთ გაქვთ.
აკონტროლეთ ამოცანები ნებისმიერ ადგილას
ყველა ამოცანა თქვენს ტელეფონშია: ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი გუნდის სწრაფი და ეფექტური მუშაობისთვის. ამოცანის შექმნა სულ რაღაც ორ კლიკში, განხილვა რეალურ დროში და ამოცანის დეტალური ბარათი ზუსტად ისე, როგორც კომპიუტერზე.
10+ ინსტრუმენტი ერთი სერვისის ფასად
ფასი ვრცელდება მთლიან კომპანიაზე
საიტზე მითითებული ფასები საინფორმაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს არჩეული ტარიფისა და მიმდინარე აქციების მიხედვით. აქტუალური ფასის დასაზუსტებლად მიმართეთ პარტნიორებს ან ოფიციალურ დისტრიბუტორს — MONT TECH Georgia.
ყველა ფასი მითითებულია ადგილობრივი გადასახადების გარეშე. გადასახადები დაემატება საბოლოო ღირებულებას კანონმდებლობის შესაბამისად.

Bitrix24-ის ინტეგრაციები

On-Premise ვერსია
განთავსდება კომპანიის სერვერზე ან თქვენ მიერ არჩეულ პროვაიდერთან
ბიზნესლოგიკისა და ინტერფეისის ინდივიდუალური პარამეტრები
Cloud ვერსიასთან შედარებით მეტი შესაძლებლობა და ინტეგრაცია
სერვისის გამართვა — თქვენს კონტროლქვეშ.
ღია საწყისი კოდი
Bitrix24-ის დანერგვა

აჩვენებენ დემოს და შეარჩევენ სამუშაო სცენარებს თქვენი ბიზნესისთვის
გაგიწევენ კონსულტაციას ტარიფებსა და სისტემის შესაძლებლობებზე
უზრუნველყოფენ ლიცენზიების სწრაფ მიწოდებას ადგილობრივ ვალუტაში და ყოველგვარი ფასნამატის გარეშე;
თავიანთ თავზე აიღებენ დანერგვასა და გამართვას თქვენი ამოცანების მიხედვით
აირჩიეთ პარტნიორი ან დატოვეთ განაცხადი

ჩვენ ვნერგავთ და ვაკონფიგურირებთ Bitrix24-ს, ვაწყობთ CRM-ს, გაყიდვების პროცესებს, ავტომატიზაციას, ანგარიშებსა და ინტეგრაციებს ბიზნესის ეფექტური მართვისა და გუნდის მუშაობის გაუმჯობესებისთვის.
თბილისი, ბათუმი
+995 511 249 072
maizerargvliani@gmail.com

BIT24 Inc ახორციელებს Bitrix24-ის დანერგვას ავტორული მეთოდოლოგიით და შედეგის გარანტიით. ათობით კომპანიამ უკვე მოგვანდო CRM-ის, HR-ისა და სხვა ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

კომპანიის მთავარი მიზანია თანამედროვე მართვის სისტემების შექმნა ქართულ ბაზარზე და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.
თბილისი, ბათუმი
+995 551 992 424
info@bpmg.ge

ONE:ONE Integration უკვე 10 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ეფექტურად გამართვაში Bitrix24-ის გამოყენებით. ჩვენ ვმუშაობთ 5 ქვეყანაში და ვახორციელებთ სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს.

სრული ციფრული ოფისი „turnkey“ ფორმატში! ვქმნით CRM-სისტემას, ვაყენებთ კომუნიკაციის არხებს, ვნერგავთ ავტომატიზაციას, ვაწყობთ ბიზნეს პროცესებს და ვაყენებთ ანალიტიკას.
თბილისი, ბათუმი
+995 500 052 425
workville24@gmail.com

ჩვენ ვართ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია Bitrix24-ის კონფიგურაციაში, ინტეგრაციასა და ავტომატიზაციაში სხვადასხვა სფეროს კომპანიებისთვის. ჩვენ ვაკონფიგურირებთ CRM-ს, ვაგებთ გაყიდვების ძაბრებს, ვაერთებთ გარე სისტემებს, ავტომატიზებთ ბიზნეს-პროცესებს, ვაკონფიგურირებთ ანგარიშებს და ტელეფონიას.

თუ პარტნიორის არჩევა გიჭირთ ან გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Bitrix24-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში — MONTH TECH Georgia.





